Mobile Navigation
სტარტაპერები ივენთები ჩვენ შესახებ კონტაქტი
შესვლა რეგისტრაცია
შესვლა რეგისტრაცია

Cnick

მაღალტექნოლოგიური

კონტაქტი

ტელეფონი: 591287325
ელ-ფოსტა: ng@cnick.io
ვებგვერდი: http://cnick.io/

ისტორია

პროექტის იდეა უნივერსიტეტის ყოველდღიურობიდან გამომდინარე გაგვიჩნდა. გვინდოდა, ისეთი რამ მოგვეფიქრებინა, რაც საფულის ამოღებისა და ბარათის მოძებნის ნაცვლად, ხელის ერთი მოძრაობით გაგვატარებდა უნივერსიტეტის შესასვლელში. ასე შეიქმნა პირველი ბეჭედი, რომელსაც, თავდაპირველად, მხოლოდ უნივერსიტეტის საშვის ფუნქცია ჰქონდა. სტარტაპის წამოწყებისას დიდი ხნის განმავლობაში ვიკვლევდით ტექნოლოგიასა. ვაგენერირებდით სხვადასხვა იდეებს და ვცდილობდით, ჩვენი ბეჭედი რაც შეიძლება მოსახერხებელი და მრავალფუნქციური ყოფილიყო. ვადნობდით მეტრომანსა და „თიბისის“ სტიკერს, რათა შემდეგ 3D პრინტერით ამობეჭდილ ბეჭედში ჩაგვედო, გადაგვეხადა მაღაზიებში და გვემგზავრა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დღესდღეობით, ჩვენმა პროტოტიპებმა, ამ და სხვა ფუნქციების მეშვეობით, სრულიად ჩაანაცვლეს ჩვენი საფულე და ძალიან გაგვიმარტივეს ყოველდღიურობა. ამის შემდეგ, დავიწყეთ მომწოდებლების მოძიება. საბოლოოდ მივაღწიეთ იმას, რომ დღეს საზღვარგარეთ სპეც-შეკვეთით გვიმზადებენ იმ ტიპის მეხსიერების ბარათს, რომელიც სრულიად მოერგება ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნებს.