Mobile Navigation
სტარტაპერები ივენთები ჩვენ შესახებ კონტაქტი
შესვლა რეგისტრაცია
შესვლა რეგისტრაცია

Donatello's pizza

საკვები

კონტაქტი

ტელეფონი: 595722828
ელ-ფოსტა: masho_ch@hotmail.com

ისტორია

პიცერიის გახსნის წინა დღეები ერთ გრძელ დღედ მახსენდება. პრინციპში ყველაფერი საკმაოდ მალე მოხდა. ალბათ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდით რა გვინდოდა. სწრაფი კვების ობიექტის გახსნაზე მე და ჩემს მეგობარს ბევრი გვქონდა ნაფიქრი. კონცეფციაც საკმაოდ მარტივი იყო. თუმცა ყველაფერი ნოლიდან იყო გასაკეთებელი. ყველა პროცესში უშუალოდ ვიყავით ჩართული. ოჯახის წევრები და მეგობრებიც გვეხმარებოდნენ. იჯარით ავიღეთ პატარა ფართი, გავარემონტეთ, საჭირო ტექნიკა შევიძინეთ და ყველაზე მაგარი პიცის მცხობელი გავიცანით. სახელის შერჩევა ალბათ ყველაზე მეტად გაგვიჭირდა. ამ საკითხს მთელი სერიოზულობით მივუდექით. ბევრი ვიკამათეთ და ბევრი ვარიანტები განვიხილეთ. გვინდოდა რამე მარტივი და ამავე დროს პიცასთან ასოცირებული დაგვერქმია. დონატელო მულტფილმის გმირია, რომელსაც ძალიან უყვარს პიცა და რაც მთავარია იცის სად უნდა მიირთვას საუკეთესო. ასე გაჩნდა კუ ჩვენს ლოგოზე. ფართი პატარაა და ბევრს სტუმარს ვერ იტევს. ჩვენი პიცერია მიტანის სერვისზეა ორიენტირებული და ჩვენი მიზანია ყველაზე მოკლე დროში, ცხელი პიცა მივიტანოთ სასურველ მისამართზე. მენიუში თითქმის ყველა სახის პიცა გვაქვს. განსხვავებული გენოვნების მქონე პიცის მოყვარულებსაც შეგვიძლია შევთავაზოთ ორიგინალური რეცეპტი. მთავარი ისაა, რომ ყველგან მაღალი ხარისხის ინგრედიენტებს ვიყენებთ და ვისურვებდი, რომ ეს მაჩვენებელი იყოს ჩვენი გამორჩეულობის მახასიათებელი.