Mobile Navigation
სტარტაპერები ივენთები ჩვენ შესახებ კონტაქტი
შესვლა რეგისტრაცია
შესვლა რეგისტრაცია

Giovanni Morra

აქსესუარი

კონტაქტი

ტელეფონი: 555500530
ელ-ფოსტა: hello@giovannimorra.com
ვებგვერდი: https://giovannimorra.com/

ისტორია

Giovanni Morra კაცების ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდია, რომელიც მიზნად ისახავს, მამაკაცის ჩაცმულობის თითქოს და ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ნაწილს სრულიად ახალი ელფერი შესძინოს. მე მჯერა, რომ თავისუფლება, რომელსაც ყოველდღიურად სხვადასხვა თავგადასავალში, წაკითხულ წიგნებსა და მონახულებულ ქალაქებში აღმოაჩენ, შენს ჩაცმულობაზეც შეიძლება აისახოს. სწორედ ამიტომ, ჩემი კოლექციის თითოეული ნივთი გამორჩეულია, ისინი შეზღუდული რაოდენობით და დიდი გულმოდგინებით, თანაც ხელით იქმნება. ათასგვარი ფერის და მასალის, განწყობის და შინაარსის, მაგრამ ერთნაირად ორიგინალური ნივთები - ბაფთები, ჰალსტუხები თუ სხვა, შენი თვითგამოხატვის განუყოფელი ატრიბუტი გახდება. შენს მრავალფეროვან, მიმზიდველ ყოველდღიურობას ხომ სწორედ დეტალები ქმნიან. თვალი შეავლე მოხდენილ ნივთებს და იცოდე, რომ თითოეული მათგანი მოუთმენლად ელის შენთან შეხვედრას, რათა ყველას აცნობოს შენი მთავარი გზავნილი!