Mobile Navigation
სტარტაპერები ივენთები ჩვენ შესახებ კონტაქტი
შესვლა რეგისტრაცია
შესვლა რეგისტრაცია

Hand4help

მაღალტექნოლოგიური

კონტაქტი

ტელეფონი: 555133639
ელ-ფოსტა: n.rekhviashvili@hand4help.com
ვებგვერდი: http://hand4help.com/

ისტორია

Hand4help ავითარებს დაბალდანახარჯიან, მრავალფუნქციურ პროთეზებს, რომელიც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება პროთეზირების საჭიროების მქონე პირთათვის. გუნდის მთავარი მიზანია, განავითაროს იაფი პროთეზი დღესდღეობით არსებულ მოწყობილობებთან შედარებით და ამავდროულად ტექნოლოგიურად მეტად დახვეწილი, რომელიც არამხოლოდ რეალურ ხელს მიემსგავსება ფუნქციონირებით, არამედ მეტ შესაძლებლობებს გაუხსნის მომხმარებლებს. მოწყობილობა ფუნქციონირებს კუნთის სენსორის მეშვეობით. ის მზადდება 3D პრინტერის გამოყენებით. პროტეზი არის მრავალფუნქციური და მას აქვს სხვადასხვა ჭკვიანი ფუნქციები(RFID და Bluetooth კონტროლი, კლავიშებიან საკრავზე დაკვრის ფუნქცია). მაგალითად, მის კონკრეტულ RFID-თან მიახლოებისას, მომხმარებელი შეძლებს ხელის, მაუსად გამოყენებას. ასევე შეუძლია ჩართოს კლავიშებიანი საკრავის რეჟიმი და თავისუფლად დაუკრას პროთეზის მეშვეობით. პროტეზს შეუძლია კომპიუტერთან და სმარტფინთან ინტერაქცია და მოწყობილობების მართვა.