Mobile Navigation
სტარტაპერები ივენთები ჩვენ შესახებ კონტაქტი
შესვლა რეგისტრაცია
შესვლა რეგისტრაცია

pazzy

საკვები

კონტაქტი

ტელეფონი: 555558800
ელ-ფოსტა: pazzyfoods@gmail.com

ისტორია

ჩვენ გვჯერა, რომ გემრიელი საკვები გართობის და დასვენების მნიშვნელოვანი ნაწილია. შენ არ უნდა გიწევდეს შიმშილის გამო, არც ფიზიკურად და არც ემოციურად იმ დადებითი გარემოს დატოვება, რომელშიც იმყოფები. ამიტომ შევქმენით ამერიკული food truck-ებით შთაგონებული, თანამედროვე, ნათელი, მეგობრული და ბედნიერი pazzy, რომელიც არის იქ, სადაც შენ ერთობი და გშია, გამარაგებს უგემრიელესი საკვებით და გავსებს პოზიტიური მუხტით. pazzy შექმნილია ავტობუს პაზ 672-ში. ეს მოდელი საყვარელი დიზაინის გამო შევარჩიეთ. pazzy-ს ბრენდის ინდივიდუალობას ფერადი და ნათელი პერსონაჟები ქმნიან, რომლებიც სხვადასხვა გასართობი აქტივობებით არიან დაკავებულები. ავტობუსში სამზარეულოს მოწყობისას ყოველი სანტიმეტრი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის საკვების შეთავაზების საშუალება გვქონოდა. ჩვენი სურვილია, pazzy გართობის და დასვენების განუყოფელი ნაწილი გახდეს და ადამიანებს ბედნიერება გაუზიაროს. ამისათვის მუდმივ მზადყოფნაშია დადებითი ემოციებით დატვირთული ფერადი პაზიკი, სრულყოფილი სამზარეულოთი, მოტივირებული და მეგობრული მომსახურე პერსონალით.