Mobile Navigation
სტარტაპერები ივენთები ჩვენ შესახებ კონტაქტი
შესვლა რეგისტრაცია
შესვლა რეგისტრაცია

QinQi

მინანქარი

კონტაქტი

ტელეფონი: 595014890
ელ-ფოსტა: salome.kikava@gmail.com

ისტორია

QinQi-ის ისტორია დაიწყო ზუსტად 2 წლის წინ , როცა საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენის და რისი კეთება მინდოდა ამის გააზრების საშუალება მომეცა. მივხვდი რომ საინტერესო ფერადი და არარუტინული საქმის კეთება მინდოდა, ისეთის რომელიც არ მომბეზრდებოდა არ დამსტრესავდა, არამედ პირიქით დადებითი ემოციებით დამმუხტავდა. მოთხოვნილება მქონდა რაღაცის შექმნის, რაღაცის საკუთარი ხელებით და ფანტაზიით გაკეთების, ასე გადავწყვიტე ჰობი პროფესიად და შემოსავლის წყაროდ მექცია და დამეწყო იმის კეთება რაც მიხარია. დღეს QinQi უკვე არაერთი საამაყო პროექტის ავტორია. სამკაულები და დეკორაციები ვერცხლშ, ოქროსა და სპილენძში სრულდება. თითოეულ მათგან თავისი ისტორია აქვს.